თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლოშვილი ნაწილობრივ გაამართლა.
კოჭლოშვილს სხვისი ნივთის დაზიანებისა (საბი ბერიანის ბინაში ხანძრის გაჩენის) და ტრანსგენდერი ქალის ბიანკა შიგუროვას ცემისთვის ჯამურად 4 წელი პატიმრობა შეეფარდა. ბერიანის განზრახ მკვლელობაში კი სასამართლომ კოჭლოშვილი უდანაშაულოდ ცნო.
საბი ბერიანი 11 ნოემბერს საკუთარ საცხოვრებელში მოკლეს.