სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის ვინაობა უკვე ცნობილია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
სამტრედიაში გვიან ღამით შუახნის მამაკაცი მოკლეს. მას საკუთარ სახლთან ბასრი საგნით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. სამართალდამცველები ამ დროისთვის ბრალდებულის დასაკავებლად ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებენ.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.