4 ადამიანი დაიჭრა ფიზიკური დაპირისპირების დროს ზუგდიდში. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. სტუმრებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება შენობის გარეთ უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მიზეზი უცნობია.
დაჭრილებს დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით, მათ ერთმანეთი დაჭრეს. ოთხივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდათ.