კანონის მოთხოვნის მიუხედავად, არ არსებობს დაცვის თანამშრომელი, რომელიც თავის დასაცავ ობიექტს არ დაემორჩილება, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ყოფილი პრემიერის დაცვის წევრმა ალექსანდრე გოგოხიამ განაცხადა. იგი ბრალდებულების - ხარშილაძისა და ძაძამიას წინააღმდეგ საქმეზე დაცვის მხარის მიწმის სტატუსით იკითხება.
გოგოხიას განცხადებით, ზურაბ ჟვანია ხშირად ითხოვდა მარტო დატოვებას.
"დასაცავი ობიექტის პირად ცხოვრებას ხელი არ უნდა შეუშალო. მარტო სხეული კი არ უნდა დაიცვა, არამედ მორალურადაც უნდა დაიცვა. არ არსებობს დაცვის თანამშრომელი, რომელიც თავის დასაცავ ობიექტს არ დაემორჩილება. კანონში წერია და ვიცი, მაგრამ პრემიერის დაცვაში უნდა მუშაობდე, რომ მიხვდე რას ნიშნავს ეს", - განაცხადა გოგოხიამ.