3-6 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, შეხვედრების ოთახში (ე. წ. მეეტინგ როომ-ში), ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების სამუშაო შეხვედრა გაიმართება. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მიერ. ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით.
ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების სამუშაო შეხვედრა საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
შეხვედრას გახსნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი. სიტყვით გამოვლენ, აგრეთვე, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კენტ ლოგსდონი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე; საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექორი გიორგი ხოხობაშვილი; კომერციალიზაციის სამართლის განვითარების პროგრამის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე მარკ ტეჯთელი.
შეხვედრის პირველ დღეს გაიმართება ინტერაქტიული დისკუსია ექსპერტებთან. სტივენ პრაისი წარმოადგენს თემას "ტექნოლოგიის ლიცენზირება და მსოფლიო ბაზარი". ამასთანავე, წარმოდგენილი იქნება საქართველოს საერთაშორისო ტექნოლოგიების (სსტ) I სასწავლო მაგალითი, ფაზა I - გადაწყვეტილებათა მიღების კრიტერიუმების სიის ჩამოყალიბება და ფაზა II - ორი ჯგუფის შერჩევა დაფინასების გადასაწყვეტად. დღის ბოლოს კომერციალიზაციის სამართლის განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ტექნოლოგიის შეფასების (Gრიდ) პრეზენტაციას გამართავენ.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნინო კუპრაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, აღნიშნული შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია.
"ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების სამუშაო შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ტანამშრომლობით ხორციელდება. ამ შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტარციულ კორპუსში, შეხვედრების ოთახში გაიმართება. ახლად გარემონტებული ე. წ. "მეეტინგ როომ''-ი თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და მსგავსი შეხვედრებისთვის მეტად მოსახერხებელია", _ განაცხადა კუპრაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების სამუშაო შეხვედრა 6 მაისს დასრულდება.