საცირკო ხელოვნებების წარმომადგენელმა, რამაზ გარშაულიშვილმა თბილისში, მშვიდობის ხიდთან, მდინარე მტკვარი ბაგირზე გავლით, ყოველგვარი დაზღვევის გარეშე გადაკვეთა.
გარშაულიშვილმა მტკვრის მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპირომდე გავლებულ ბაგირზე ყოველგვარის დაზღვევის გარეშე, წონასწორობის დამცავი ჭოკით ხელში გაიარა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გარშაულიშვილმა "რუსთავი 2"-ის პროექტ "ნიჭიერში", სადაც იგი ნახევარფინალში გავიდა, პირობა დადო, რომ მდინარე მტკვარს ყოველგვარი დაზღვევის გარეშე გადაკვეთდა.