წყნეთში, თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრები შიდა ქართლიდან დევნილების ოჯახში 3 შეიარაღებული მამაკიცი შეეჭრა. მათ სახლში მყოფ მამა-შვილს დაზიანებები თავის არეში მიაყენეს.
დაშავებულები თბილისში, კლინიკაში გადმოიყვანეს, მოგვიანებით კი სახლში გაწერეს.
თვითმხილველების თქმით, ისმოდა სროლის ხმაც.
თავდამსხმელები წყნეთის მკვიდრები არიან და კონფლიქტი მცირე ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა.