რუსეთი სირიის ხელისუფლებას ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად ამარაგებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატარში ვიზიტისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის დახმარების გარეშე ისლამისტები საკუთარ კონტროლს გაცილებით დიდ ტერიტორიას დაუქვემდებარებდნენ. ლავროვის თქმით, ისლამურ სახელმწიფოს რუსული იარაღით ვარამხოლოდ სირიის, არამედ ერაყის სამთავრობო ძალებიც ებრძვის.