თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს არ უჭერს. საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიორგი აბესაძე აცხადებს, რომ წარდგენილი საბიუჯეტო ცვლილებებით, კომუნალური დახმარების გარეშე რჩება ათასობით თბილისელი.
„მილიარდიან ბიუჯეტშიც კი ხელისუფლება ზოგავს თანხას ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებზე. კვლავ არ არის არანაირი ცვლილება კომუნალური ვაუჩერების მიმართულებით. ათასობით თბილისელი დარჩება კომუნალური დახმარბის გარეშე გაზრდილი ტარიფის მიუხედავად. თანხები გამოიყოფა ოლიმპიადისთვის, სადაც თანხების ხარჯვის კანონიერება და ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, -განაცხადა აბესაძემ.