,,ნაცმოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში პრეზიდენტის გადაწვეტილებას ადეკვატურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილის ვეტო მოსალოდნელი იყო. როგორც საკითხის კომენტირებისას ბეჟაშვილი აცხადებს, ,,ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტს მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა უჭერდა მხარს.
,,პრეზიდენტის ეს გადაწვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან კანონპროექტის განხილვის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აფიქსირებდა პოზიციას და აღნიშნავდა, რომ პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობდა, გათვალისწინებული არ იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოზიცია. ფაქტობრივად, მთელი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური სპექტრი ყველა წინაღმდეგი იყო აღნიშნული კანონპროექტის, რადან ერთადერთი სტაბილური ინსტიტუტი მთელი ამ წლების განმავლობაში სწორედ ეროვნული ბანკი იყო, რომელიც ლარის სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ბოლო ეკონომიკური სირთულეების პირობებში, სწორედ ეროვნული ბანკის გადაწვეტილებებმა იქონია შემაკავებელი გავლენა ლარის დევალვაციის პროცესში”, -განაცახდა ბეჟაშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, კანონმდებლებს მიეცემათ შესაძლებლობა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უკეთესი გადაწვეტილება მიიღონ.
,,ვფიქრობ, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ადეკვატურია და პარლამენტს კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა დაფიქრდეს, გაიაროს დამატებითი კონსულტაციები და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უკეთესი გადაწვეტილება მიიღოს”, _განაცხადა ბეჟავილმა.
მისივე თქმით, ,,ნაცმოძრაობა” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს.
,,თავისთავად ჩვენ ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდით ამ კანონპროექტის მიღებას და ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვტილეები უარყოფით როლს იქონიებდა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის იმიჯზე”, -განაცხაადა ბეშავილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ,,ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო.