ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის რომან გოცირიძის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის მისიამ არ დაამთავრა საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 155 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის პროგრამის მიმოხილვა, - ამის შესახებ ექსპერტი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, ეს მოხდა საბანკო ზედამხედველობოს კანონის მიღებისა და მასში ფონდის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის გამო.
,,იცით თუ არა, რომ:
-სავალუტო ფონდის მისიამ არ დაამთავრა საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 155 მილიონი დილარის ოდენობის სესხის პროგრამის მიმოხილვა, ე.წ. რევიუ?
-ეს მოხდა საბანკო ზედამხედველობოს კანონის მიღებისა და მასში ფონდის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის გამო?
-ეს გამოიწვევს მომავალ წელს მისაღები სესხის შეჩერებას და მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ევროკავშირის და სხვა გრანტების გაყინვას?
-უკვე უარყოფითად მოქმედებს საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე?
თუ არ იცით, მაშინ ქვემოთ წაიკითხეთ ამის შესახებ სავალუტო ფონდის ადგილობრივი წარმომადგენლის განცხადება:
"ამ პირობების შეუსრულებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რაც შეუთავსებელი იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიზნებთან და გაართულებს არსებული პროგრამის მორიგი მიმოხილვის წარმატებით დასრულებას"! თუ მიმოხილვა წარმატებით არ დასრულდება, მაშინ გადაიკითხეთ ხელახლა”, - აღნიშნავს რომან გოცირიძე.