ცრუ დასმენის ფაქტზე გიორგი ოქროპირიძის წინასასამარლო სხდომა დღეს გაგრძელდება. გუშინდელ პროცესზე დაცვის მხარემ ოქროპირიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეწყვეტის საკითხზე შუამდგომლობა დააყენა, რის შემდეგაც პროკურატურამ შუამდგომლობაზე პასუხის გასაცემად ერთი დღე მოითხოვა. დაცვის მხარეს იმედი აქვს, რომ განსასჯელს დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოქროპირიძეს ლაშა მახარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოეხსნა და ის პატიმრობაში ცრუ დასმენის მუხლით დარჩა.