დღეიდან, 30 აპრილიდან, ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოში სავიზო პროცედურები იცვლება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, დღეს არსებულ სამ სააპლიკაციო ანკეტას ერთი ანკეტა, Dშ 160 ჩაანაცვლებს. აშშ-ის ვიზის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს მხოლოდ ონლაინრეჟიმში.
26 აპრილს საკონსულომ ახალი სავიზო პროცედურების პრეზენტაცია გამართა.
აშშ-ის კონსული პატრიკ ვინგეიტმა საზოგადოების ვიზების მიღების პროცედურასთან დაკავშირებით ცვლილებების არსი გააცნო.