აფხაზეთის და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ამღიარებელი ნაურუ და ნიკარაგუა Freedom houses -ის მიერ, ქვეყნებში მედიის თავისუფლების კუთხით შედგენილ რეიტინგში, საქართველოს უსწრებენ.
Freedom houses - ის მიერ შედგენილი რეიტინგით, ნაურუ მე-60 ადგილს იკავებს და მედიის თავისუფლების კუთხით "თავისუფალი ქვეყნების" რიგებშია. 95-ე ადგილზეა ნიკარაგუა და "ნაწილობრივ თავისუფლ" ქვეყნებში შედის. 163-ე ადგილზეა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მცნობი მესამე სახელმწიფო ვენესუელა და "არათავისუფალი ქვეყნების" კატეგორიაში შედის.
რეიტინგში საქართველოს 126-ე ადგილი უკავია, 59 ქულით და კვლავ "ნაწილობრივ თავისუფალი" ქვეყნების კატეგორიაშია. შეგახსენებთ, რომ Freedom houses -ის მიერ შარშან გამოქვეყნებულ მსგავს კვლევაში, საქართველოს 60 ქულით, 128 ადგილი ეკავა
Freedom houses -ის კვლევა, რომელიც 196 ქვეყანას მოიცავს და 2009 წლის მონაცემებს ეყრდნობა, თითოეულ ქვეყანას ანიჭებს ქულას 0-დან 100-მდე შკალით. შეფასება სამი მაჩვენებლის მიხედვით ხდება, როგორიცაა: საკანონმდებლო, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, რომელშიც მედიას უწევს საქმიანობა. ქვეყნები, რომლებსაც ენიჭებათ 0-დან 30-მდე ქულა, ხვდებიან "თავისუფალი" მედიის მქონე ქვეყანათა კატეგორიაში; 31-დან 60-მდე - "ნაწილობრივ თავისუფალი"; 61-დან 100-მდე - "არათავისუფალი".