Freedom houses -მა მედიის თავისუფლების კვლევის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ცენტრალურ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, რუსეთში მედია კვლავ რეპრესირებულია და მსოფლიო რეიტნგში 175-ე ადგილს იკავებს. Freedom houses -ის მონაცემებით, რუსეთში ჟურნალისტიკა ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პროფესიად ითველება.
მცირე რეგრესი შეინიშნება ბალტიისპირეთის ქვეყნებში - ლიტვაში (32 ადგილი), ლატვიაში (55) და ესტონეთში (19). ანგარიშის მონაცემებით, მედიის თავისუფლების კუთხით პროგრესირებენ უკრაინა (108), სომხეთი (146) და მოლდოვა (144).
შეგახსენებთ, რომ კვლევა, რომელიც 159 ქვეყანას მოიცავს და 2009 წლის მონაცემებს ეყრდნობა, თითოეულ ქვეყანას ანიჭებს ქულას 0-დან 100-მდე. შეფასება სამი მაჩვენებლის მიხედვით ხდება, როგორიცაა: საკანონმდებლო, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, რომელშიც მედიას უწევს საქმიანობა. ქვეყნები, რომლებსაც ენიჭებათ 0-დან 30-მდე ქულა, ხვდებიან "თავისუფალი" მედიის მქონე ქვეყანათა კატეგორიაში; 31-დან 60-მდე -"ნაწილობრივ თავისუფალ" ჯგუფში, 61-დან 100-მდე არათავისუფალი ქვეტნების სიაში.
საქართველო წლევადელ რეიტინგში "ნაწილობრივ თავისუფალი" ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა და 59 ქულით 126-ე ადგილს ჰონდურასთან, ნეპალთან და პარაგვაისთან ერთად იყოფს.