ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის განცხადებით, ოლიმპიადის გახსნაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი არ იყო. ამის შესახებ, ხაბელოვმა მარგველაშვილის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე არდასწრებაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სცენარით გაწერილი იყო, რომ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდოდა პრემიერი და არა პრეზიდენტი, რის შესახებაც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციას აცნობა.
ხაბელოვი არ გამოიცხავს, რომ შესაძლოა ეს გამხდარიყო გიორგი მარგველაშვილის ოლიმპიადის გახსნაზე არ მისვლის მიზეზი.
"პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა არ იყო დაგეგმილი, მეც არ გამოვსულვარ სიტყვით, მითუმეტეს, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვარ, არ არის ეს გაწერილი. სურვილი მქონდა რომ მოსულიყო, მაგრამ არ მოვიდა," - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.