სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ჩეხეთიდან დაბრუნდა.
ილია მეორის დასახვედრად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასულიერო პირებთან ერთად მრევლიც შეიკრიბა. დილიდან კათალიკოს - პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში მივიდა.
უწმინდესმა ქვეყანა და მრევლი დალოცა.
"მინდა გითხრათ, რომ საქართველოზე უკეთესი არც ერთი ქვეყანა არ არის", - განაცხადა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ ილია მეორე 13 აპრილს, ჩეხეთში, სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად გაემგზავრა.