პროკურატურის რეფორმის თემაზე მსჯელობა გრძელდება. მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტს დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. შესაძლოა პროექტი პირველი მოსმენით სესიაზეც გავიდეს. ოპოზიცია პროცესის დაჩქარებულ რეჟიმში წარმართვას აპროტესტებს და რეფორმის განხორციელებას საკონსტიტუციო დონეზე ითხოვს. ამასთან, ოპოზიციას მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩართვაც სურს.