"ალიანსი საქართველოსთვის" მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ სანზონაში ადგილობრივ მოსახლეობას ნაძალადევის მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი ანდღულაძე წარუდგინა.
როგორც ალასანიამ განაცხადა, მათი მთავარი პრიორიტეტი დასაქმება, სოციალური და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაა.
ირაკლი ანდღულაძის განცხადებით კი, მოსახლეობასთან კონტაქტი ყოველდღური იქნება და ეს მხოლოდ წინასაარჩევნო "პიარისთვის" არ კეთდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს ალიანსმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე 64-კაციანი საარჩევნო სიის პრეზენტაცია გამართა. საარჩევნო სიის პირველი ნომერი "რესპუბლიკელი" თინათინ ხიდაშელია.