სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრის ცემის ფაქტს არ ადასტურებს. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე მღებრიშვილმა აღნიშნა, მსჯავრდებულ კორიაბოჩკინს აკრძალული ნივთები აღმოუჩინეს, რის გამოც სამარტოვო საკანში გადაიყვანეს.
"მას ამოუღეს აკრძალული ნივთები და მოხდა მისი გადაყვანა სამარტოვო საკანში. სხვათა შორის, ეს პატიმარი გასამართლებულია მცირეწლოვანი ბავშვის გაუპატიურებისთვის - ეს ინფორმაციისთვის რომ იცოდეთ. რაც შეეხება ცემას, ასეთი ფაქტი არ ყოფილა", - განაცხადა მღებრიშვილმა.