პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 98 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, შეწყალებულთაგან 74 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, 24 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმცირდა.
,,23 ივლისს პრეზიდენტმა შეიწყალა 98 მსჯავრდებული. ამ 98 მსჯავრდებულიდან 74 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. რაც შეეხება 24 მსჯავრდებულს მათ სასჯელი შემცირდათ”, -განაცახდა ქორიძემ.
ქორიძის ცნობით, 74 მსჯავრდებულიდან, რომლებიც გათავისუფლდებიან, ერთი ქალი, ორი არასრულწლოვანია.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა შეწყალების კომიის განაცხადების საფუძველზე მიიღო. როგორც ქორიძემ განმარტა 17-18 ივლისს კომისიამ სულ 589 პატიმრის საქმე გაინიხილა.