მოსახლეობა დაპირებული - განახევრებული ტარიფების ნაცვლად, გაძვირებულ ტარიფებს ღებულობს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრამა ზურაბ მელიქიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ოპოზიციის რჩევა - ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორცოელების შესახებ, რის შედეგადაც ტარიფების გაზრდაა მოსალოდნელი.
„თუ დააკვირდებით, ამ ხნის განმავლობაში, არცერთი ახალი ინვესტიცია ამ მიმართულებით არ განხორციელებულა. ბუნებრივია, ეს იმ მდგომარეობას გამოწვევდა, რაშიც დღეს ენერგოსისტემაა. ამას უნიათო პოლიტიკის შედეგად გაუფასურებული ლარი ემატება, რამაც ენერგოკომპანიები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა და საბოლო ჯამში, მოსახლეობა განახევრებული ტარიფების ნაცვლად, გაძვირებულ ტარიფებს ღებულობს“, - დასძენს მელიქიშვილი.
თუ სამომხმარებლო ტარიფის კორექტირება გარდაუვალი იქნება, მთავრობა სუბსიდირებაზე იმსჯელებს. მანამდე კი ენერგეტიკის მინისიტრი მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება. კახა კალაძის ვარაუდით, ელექტოენერგიის ტარიფი უმნიშვნელოდ გაიზრდება. გავრცელებულ ინფორმაციას 25 თეთრიანი მატების თაობაზე ის სიცრუეს უწოდებს. მინისტრი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.