2014 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში „სასამართლოს მეგობრის“ (Amicus Curiae) ინსტიტუტის შემოღებას.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმანაციით, საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება და 2015 წლის 3 ივლის განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს დაემატა 161 მუხლი, რომელიც საშუალებას აძლევს არა მხოლოდ სახალხო დამცველს, არამედ ნებისმიერ პირს, საქმის არსებით განხილვამდე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება