1-ელ მაისს, შრომის საერთაშორისო დღეს, 11:30 საათზე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი საქართველოს საპარტიარქოსა და ქ. თბილისის მერიის პროექტის _ "დერგე ხე" _ ფარგლებში, ახალგაზრდა პედაგოგთა ინიციატივით, ატარებს საქველმოქმედო აქციას - "ვაჩუქოთ ხეხილის ბაღი ბავშვებს".
თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის ახალგაზრდა პედაგოგები, სმენადაქვეითებულ ბავშვთა # 203 სკოლა-ინტერნატის ეზოში დარგავენ ხეხილის ნერგებს, რაც მომავალში პანსიონის მკვიდრთა ხილით მომარაგებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული აქციით პედაგოგები გამოხატავენ ჰუმანურ დამოკიდებულებას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა მიმართ და იმედოვნებენ, რომ მსგავსი ღონისძიბები სხვა სკოლა-პანსიონებისა და საბავშვო ბაღებისთვისაც განხორციელდება.