,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ გომელაუარის დანიშვნა არ გაკვირვებია, რადგან თანამდებობებზე, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებს აერთიანებს, ყოფილ პრემიერთან დაახლოებული პირები ინიშნებიან.
,,ახალი არაფერია, რადგან პოლიტიკური წრეები და ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ, რომ ეს დანიშვნა განხორციელდებოდა იმ ორწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, რომელიც აქამდე არსებობს: მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ერთგულებით გამორჩეული ადამიანების დანიშვნა ხდება თანამდებობაზე, მით უფრო, იმ თანამდებობებზე რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებს აერთიანებს. Aამიტომ ამ მხრივ ეს გადაწვეტილება ახალი არ იყო”, _განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი განმარტებით, გომელაურის კარიერას თუ გადავხედავთ, მას რაიმე გამორჩეული ნიშან-თვისება უშიშროების სამსახურში მუშაობის გამოცდილების კუთხით, არ აქვს. როგორც ბეჟაშვილი აცხადებს შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა მხოლოდ ფორმალურად ხდება.
დეპუტატის განმარტებით, ,,ნაცმოძრაობა” გომელაურის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, - კანდიდატი საქართევლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ასრულებს დანაპირებს და ქმნის პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო დემოკრატიულ და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული სტრუქტურა იქნება.