,,თავისუფალი დემოკრატები” ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ ,, ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
,,არ დავუჭერთ რასაკვირველია, რადგან ის იმ ძალას წარმოადგენს, რომელიც ქვეყანას მართავს და როგორც მართავს კარგად ხედავთ. ვახტანგ გომელაურის რეპუტაციასთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი არა მაქვს ეჭვი შევიტანო, მაგრამ ის ვერ იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდისგან, ბიძინა ივანიშვილისგან და ღარიბაშვილისგან. როცა ვსაუბრობდით შსს გაყოფაზე ჩვენი მთავარი მიზანი იყო მომხდარიყო სისტემის დეპოლიტიზაცია და ჩამოყალიბებულიყო უწყება, რომელიც დაკავებული არ იქებოდა პოლიტიკური ოპონენტების დევნით, თვალთვალით, ეს მთლიანად უნდა გამოირიცხოს, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ”, _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” აბაშიძემ.
იგი არ ფლობს ინფორმაციას შსს მინისტრის პოსტზე გომელაურის შემცვლელის სავარაუდო კანდიდატურასთან დაკავშირებით.
,,ვერ გეტყვით ინფორმირებული არ ვარ, ღარიბაშვილი ავა ივანიშვილათან და შეათანხმებს ”, _განაცხადა აბაშიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, - კანდიდატი საქართევლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ასრულებს დანაპირებს და ქმნის პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო დემოკრატიულ და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული სტრუქტურა იქნება.