საგარეო საქმეთა სამინისტროს შრფასებით, საქართველო-სომხეთის საზღვრის გადმოწევის ილუზია, საზღვრის დელიმიტაციამ შექმნა. უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზღვრის გადმოწევის არანაირ მცდელობას ადგილი არ ჰქონია.
,,ვმუშაობს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია და ამ კომისიის ფარგლებში უნდა მომხდარიყო აღნიშნული მონაკვეთის დელიმიტაცია, გარკვეული ნაწილი ამ მონაკვეთის დელიმიტირებულია. სიტუაცია არის შემდეგი: საბჭოთა კავშირის დროს აქ იყო მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვარი, იმ მოსახლეობას, რომელიც არის აღშფოთებული, შეეძლო გადასვლა უფრო წინ, ვიდრე ახლა, მას შემდეგ რაც საზღვარი არის დელიმიტირებული, იქ დადგნენ სომეხი მესაზღვრეები. მესაზღვრეს თავისი მოვალეობის გამო უფლება აქვს იქ არ შეუშვას საქართველოს მოქალაქეები, ამიტომ იმ გაგებით, რომ მე გავდიოდი 10 მეტრით უფრო ღრმად და ახლა ერთი მეტრით შევდივარ, შექმნა ილუზია თითქოს მიწები წაგვართვეს. რეალურად არანაირი საზღვრის გადმოწევა 10 ჰექტრით არ ყოფილა", - აღნიშნა კერესელიძემ.
შეგახსენებთ, გავრცელებულდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვართან, სოფელ საზაქენდში 10 ჰექტარით მოხდა საზღვრის გადმოწევა.