ლიკა კიკიანი დღეს თბილისის პროკურატურაში მივა. როგორც კლუბ „ვიტამინის“ თანამშრომელი აცხადებს, საგამოძიებო ორგანოში ის საია-ს იურისტ ლევან ვეფხვაძესთან ერთად საქმის მასალებს და გამოძიების მიმდინარეობას გაეცნობა. კიკიანი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. პროკურატურამ ის რამდენიმე დღის წინ დაზარალებულად ცნო.