მდინარე აჭარისწყალზე ჰესების კასკადს ნორვეგიული კომპანია "ქლინ ენერგი ჯორჯია" ააშენებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ, თელავში გამართულ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.
კომპანია კასკადის მშნებელობას 48 თვის ვადაში გეგმავს. სულ პროექტით ოთხი ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი, რომლის ჯამური სიმძლავრე მინიმუმ 115.4 მგვტ იქნება.
კასკადი "ზომლეთიჰესის", "ვაიოჰესის", "კორომხეთიჰესისა" და "ჭოროხიჰესისგან" შედგება
ინტერესთა გამოხატვის პირობების თანახმად, ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის მანძილზე, ყოველი წლის ზამთრის პერიოდში გამომუშავებული მთლიანი ელექტროენერგია საქართველოში გაიყიდება შიდა მოხმარების უზრუნველსაყოფად.