გორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, "თავისუფალი ზონის" 5 აქტივისტი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს” შსს-ში განუცხადეს.
,,დაკავებულია ხუთი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 1723-ე მუხლის საფუძვეზე, რაც პოლიციელებისთვის წინააღმეგობის გაწევას გულისხმობს”, _აცხადებენ ძალოვანი უწყების პრესსამსახურში.
შსს ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ სად იმყოფებიან დაკავებულები.
გორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად "თავისუფალი ზონის" აქტივისტები დააკავეს. საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებიც დღეს 24 საათიანი აქციის გამართვას გეგმავდნენ.
ტერიტორია დილიდან სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის მოხდა.
დანარჩენი აქტივისტები პლაკატებითა და დროშებით ადგილზე რჩებიან და მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ.