გორი რაიონის სოფელ ორჭოსანთან, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე პირი დააკავეს.
საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებიც დღეს 24 საათიანი აქციის გამართვას გეგმავდნენ.
ტერიტორია დილიდან სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის მოხდა. დაკავებულია აქციის მონაწილე რემდენიმე პირი.
დანარჩენი აქტივისტები პლაკატებითა და დროშებით ადგილზე რჩებიან და მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ.