მსოფლიო ბაზარზე გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ნავთობის ფასი გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" იუწყება.
ნიუ-იორკის ბირჟაზე, Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 0.78 აშშ დოლარით მოიმატა და 83.22 აშშ დოლარზე დაფიქსირდა.
ლონდონის ბირჟზე კი, Brent Crude მარკის ნავთობის ფასი, ბარელზე 0.38 აშშ დოლარით, 86,16 აშშ დოლარამდე გაიზარდა.