,,თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ თინა ხიდაშელის მიერ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება არ არის იმ განზრახვების, რაც ირაკლი ალასანიას ჰქონდა,
,,ის განზრახვები, რაც წინა მინისტრს ირაკლი ალასანიას ჰქონდა, ეს ის არ არის. Aაქედან გამომდინარე, ეს არის დასაწყისი რაღაცის. მთავარია დაველოდოთ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რა და როგორ იქნება და რეალურად როგორ განხორციელდება ყოველივე ეს”, _განაცხადა აბაშიძემ ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ.
პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. დეპუტატებმა თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს. თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა და იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხთან მიმართებაში, ყველა დამშვიდდება.