შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის ანრო ბარნოვის მხრიდან პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი მხრიდან დემარშს ჰქონდა ადგილი.
თალაკვაძის თქმით, პოლიციელი, რომელსაც ბარნოვა შეურაცხყოფა მიაყენა იბრძოდა აგვისტოს ომის დროს, საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ხალხს.
,,ეს ის პოლიციელი იყო, რომელიც იბრძოდა აგვისტოს ომის დროს, საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ხალხს. ის წინა ხელისუფლებამ ომში მიატოვა ტექნიკასთან ერთად და დღემდე არ დაუდია არგუმენტი. ამიტომ, ჩვენთვის, როგორც შსს-თვის, ბარნოვის ქმედება მიუღებელია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას ვინც თვლის, რომ პატრიოტიზმი არის პოლიციელის და სპეცრაზმელის შეურაცხყოფა, გადახედოს თავის პოლიტიკას. არ მგონია, რომ პოლიციელის შეურაცხყოფის ხარჯზე, პოლიტიკური ქულების ჩაწერა მათ რაიმეს მოუტანს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
საოკუპაციო ხაზთან სოფელ წითელუბნის ტერიტორიაზე ვითარება გუშინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა იქ ჩასულ პირებს მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რასაც უარყოფითი რეაქცია მოყვა. პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა ანდრო ბარნოვი.