როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ~საქართველოს ბანკიდან~ აცნობეს, ~საქარველოს ბანკმა~ სამივე პროექტისთვის, რომელთა განხორციელება შეჩერებული იყო, 16 მლნ აშშ დოლარი გამოყო. აღნიშნული საცხოვრებელი კომპლექსები ბათუმში შ. ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებზეა განთავსებული.
ჩამოთვლილ პროექტებს ადგილობრივი სამშნებლო კომპანიები `გუმბათი-1~, დუკა-2006~ და ~ცვლილებათა ქარი~ ახორციელებს.
`რეგიონებში საკრედიტო ვალდებულებების გაზრდასთან დაკავშირებით `საქართველოს ბანკის" მიზნის რეალიზაცია, აღნიშნული სამი კომპანიის პროექტების დაფინანსებით მოხდა, მათ წარმატებით გადალახეს კრიზისის დროს სამშენებლო სექტორის წინაშე წარმოქმნილი გამოწვევები~, - აცხადებენ `საქართველოს ბანკში~.
აღნიშნული პროექტების განხორციელება, საერთო ჯამში, ბათუმს 710 ბინას და დახლოებით 76 000 კვ.მ სასარგებლო ფართს შემატებს.