საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საქონლისა და მომსახურების ბაზარზე დაშვების შესახებ მოლაპარაკებები დასრულდა.
ორმხირივი მოლაპარაკებების დასრულებასთან დაკავშირებით ოქმს ხელი დღეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა შაჰინ მუსტაფაევმა მოაწერეს.
ოქმი მთავრობის კანცელარიაში გაფორმდა, სადაც აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი პრემირ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში 23 აზერბაიჯანული კომპანიისა და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენელი შედის.
დღესვე თბილისში აზერბაიჯანულ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა. დელეგაცია თბილისს ხვალ დატოვებს.