ეკონომიკური განვითარების სამინისტროს `თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს~ ლიკვიდაციის პროცესი უკვე დასრულა.
როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს გამოეყოფა და დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდება.
"თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს" ლიკვიდაციას სპეციალურად შექმნილი კომისია ახორციელებდა. სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს მთავრობის გადაწყვეტილებით გამოეყო და იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირად ჩამოყალიბდება.
როგორც მთავრობის წარმომადგენლები განმარტავდნენ, აღნიშნული სააგენტოს დამოუკიდებლად ჩამოყალიბება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენცის სააგენტოს უშუალო ფუნქციები შემოდგომაზე განისაზღვრება.