კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა წვიმების შედეგად ჩამონგრეული ბებრისციხე მოინახულა.
როგორც მინისტრმა დაზიანებული ისტორიული ძეგლის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია ფაქტიურად ახლი მთის გაკეთება, რომელიც საკმაოდ ძვირი პროექტია და დიდ დროს მოითხოვს.
ამასთან, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის განმარტებით, მთის ფერდის გამაგრების შემდეგ კი ბებრისციხის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.
შეგახსენებთ, 9 საუკუნის ისტორიული ძეგლის, ბებრისციხის ერთი კედელი გუშინ ჩამონგრა. ძეგლის დაზიანების მიზეზი კი ინტენსიური წვიმების შედეგად ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. მცხეთასთან მდებარე, ისტორიულ ძეგლს აღდგენითი სამუშაოები ამინდის გამოსვლისთანავე დაიწყება.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ დროისთვის ციხის ნგრევის საფრთხე კვლავ არსებობს, რის გამოც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდა ისტორიული ძეგლის მონახულებისგან მის სრულ რეაბილიტაციამდე თავი შეიკავონ.