საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ხელისუფლების რეაქციები საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე არაადეკვატური და დაგვიანებულია.
მისივე თქმით, ბანერების მოგლეჯვამ უფრო ააღელვა მთავრობა ვიდრე დაყენებამ,
"მთავრობის რეაქცია არის არაადექვატური. მე გამიკვირდა, რომ ბანერების მოგლეჯვამ უფრო დიდი აღელვება გამოიწვია ვიდრე დაყენებამ. საერთაშორისო რეაქცია აბსოლიტურად არ არის დაკმაყოფილებელი ეს არის მთავრობის სრული ჩავარდნა. ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართულებით, 5 დღის მერე გაიგზავნა საპროტესტო ნოტა. ხელისუფლება ამ სიმძიმეს ვერ აღიქვამს," - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.