მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერმა ეკა ბესელიამ კიდევ 50 ე.წ. უკანონო პატიმრის სია წარმოადგინა.
როგორც ბესელიამ დღეს, სახალხო დამცველის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წარმოდგენილ სიაში არიან, როგორც პოლიტიკური, ისე სხვა მოტივით დაკავებული ადამიანები.
"შემდგომ, რიგით მე - 5 პრეზენტაციაზე იმ პროკურორების და მოსამართლეების მხილებას დავიწყებ, ვისაც პოლიტპატიმრების დაკავებისა და მათთვის ბრალის დამტკიცების საქმეში მონაწილეობა აქვთ მიღებული," - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ბესელიას მოძრაობის ორგანიზებით ხვალ, 30 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ ე.წ. უკანონო პატიმრების მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართება.