შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მთავრობის სხდომის შემდეგ საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების გამოჩენას ეხმიანება და აცხადებს, რომ მათ ჩამოხსნეს საქართველოს დროშა, დაკეცეს და წაიღეს.
,,იქ რაღაც სამუშაოები ჩაატარეს, თუმცა ბანერი არ დაუდგამთ. როგორც ვიცით, ჩამოხსნეს საქართველოს დროშა, დაკეცეს და წაიღეს. ამ დროისთვის ისინი უკვე იქ აღარ იმყოფებიან და წავიდნენ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ჟურნალისტების მიერ, ორი დღის წინ, საოკუპაციო ზოლთან აღმართული ქართული დროშა, რუსმა ოკუპანტებმა ჩამოხსნენს. ისინი კვლავ ბანერების დადგმას გეგმავენ.