,,ნაცმოძრაობის” წევრი ნუგზარ წილკაური რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ,,ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმულ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია, ჩამოერთმევა, ის ვეღარ შეძლებს ფინანსური სექტორის სტაბილურ განვითარებას.
"თუ ეროვნულ ბანკს ჩამოერთმევა საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია, ის ვეღარ შეძლებს თავისი მთავარი, კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებას, რაც გულისხმობს რომ ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ განვითარებას"_განაცახდა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა ,,ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს.