"ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი უკრაინის მიერ ე.წ. სახრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გამორიცხავს.
"ვიქტორ იანუკოვიჩი არ აპირებს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღირებას, შესაბამისად, იგი არც ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს", - განაცხადა დავითაშვილმა დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაყინული კონფლიქტების აღიარების კრიტერიუმები უნდა გადაიხედოს.