იმერეთში, მღვიმე ყურმისთავთან საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მოინახულა.
ნიკოლაიშვილის განცხადებით, მღვიმეებთან მისასვლელი გზის მშენებლობა 20 მაისს დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისიდან ყურმისთავის მღვიმესთან მისვლა შესაძლებელი გახდება, რაც ამ დრომდე გზის არასებობის გამო ძალიან ძნელი იყო.
მისი ინფორმაციით, მღვიმესთან მისასვლელი საავტომობილო გზის 4 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ასფალტის საფარი დაიგება, ასევე სანიაღვრე არხები და სადრენაჟე სისტემები მოეწყობა.
აღნიშული გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ 400 ათასი ლარით დაფინანსდა.