"ალიანსი საქართველოსთვის" საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სოზარ სუბარის კანდიდატურას აღარ დააყენებს. ამის შესახებ "ალიანსის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს, "ახალი მემარჯვენეების" ოფისში განაცხადა, სადაც "ალიანსის" მაჟორიტარი კანდიდატების პრეზენტაცია გაიმართა.
მის თქმით, "ალიანსი" დანაპირებს ასრულებს და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს ვაკანტურად ტოვებს.
"ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი არაერთხელ იყო ჩაბმული მოლაპარაკებების პროცესში, იმისათვის რომ სხვა პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმება მომხდარიყო სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ის მზად არის უკან დაიწიოს საკუთარი პოლიტიკური ამბიციები.
"იგი მზად არის საკრებულოს თავმჯდომარეობაზე მისი წარდგენილი კანდიდატურა უკან გამოითხოვოს და დაუთმოს ეს პოსტი სხვა პოლიტიკურ ძალებს. ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ დანაპირებს, "ალიანსში" ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დავტოვოთ ვაკანტურად, რათა მოხდეს შეთანხმებები არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პოლიტიკურ ძალებს შორის და მათთან ერთად განვსაზღვროთ თუ ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე", - განაცხადა ალასანიამ.