ხვალ, 30 აპრილს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ორგანიზებით წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ფოტოგამოფენა "წეროვანის ფოტოდღიურები" გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სუბელიანის უწყებიდან აცნობეს, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ფოტოპროექტი "წეროვანის ფოტოდღიურები" რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც წეროვანის დევნილთა დასახლებაში ფოტო სესიების სერიას მოიცავდა.
აღსანიშნავია, რომ ფოტოგადაღებები ფოტოფირზე განხორციელდა და მონაწილეების მიერ პროექციული ბეჭდვის მეთოდით ხელით დაიბეჭდა.
გამოფენა ხვალ, 18:00 საათზე გაიხსნება, სადაც 40 ფოტო გამოიფინება.
ფოტოპროექტი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.