დღეს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი მზია სოხაძე და საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი ლევან როინიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, დღეს, 15:00 საათზე მზია სოხაძე და მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ლევან როინიშვილი, რომელიც ამავდროულად საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატია ვაჯა-ფშაველას მე-2 კვარტლის მე-9 კორპუსის ეზოში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდებიან.
შეხვედრაზე ნოღაიდელის თანაგუნდელები მოსახლეობას ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ასევე იურიდიულ და საარჩევნო დარღვევებს გააცნობენ.