თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში კიევ-მოგილიევოს აკადემიის პოლიტიკური ანალიზის სკოლის დირექტორთან, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის, (აშშ) რუსეთის პოლიტიკის ახალი გამოწვევების პროგრამის წევრთან ოლექსი ჰარანის შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე უკრაინის საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებანი, უკრაინის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი პოლიტიკური შეხედულებანი, 2010 წლის უკრაინის არჩევნების შედეგები და საქართველო-უკრაინის ურთიერთობა, თანამშრომლობის პერსპექტივები, უკრაინაში განვითარებული ბოლო დღეების მოვლენები და მათი სავარაუდო შედეგები გაიხილება.
ღონისძიებას უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" ფარგლებში ხორციელდება. პროექტის პარტნიორები არიან თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და "შალვა რჩეულიშვილის სახელობის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი - ადვოკატი".