საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი დღეს სასტუმრო ~რედისონში~ გაიმართა.
ფორუმი, რომელიც აზრებაიჯანის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა, აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრებმა გახსნეს.
ზურაბ პოლოლიკაშვილმა ფორმუზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ასევე აზერბაიჯანელ ბიზნესმენებსა და სამთვრობო დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება და ბიზნეს-გარემო გააცნო.
~ბოლო პერიოდის განმავლობაში მსგავსი სახის წარმომადგენლობით დელეგაცია არ ყოფილა, იმედი მაქვს, რომ დღევანდელ შეხვდრას კონკრეტული შედეგები მოჰყვება. აღნიშნული ფორუმი აზრბაიჯანელ და ქართველ ბიზნესმენებს ორმხრივი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას მისცემს~, - განაცხადა ეკომნომიკური განვითარების მინისტრმა.
მისი თქმით, გასულ წელს საქართველოში 760 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც აზერბაიჯანული კომპანია ~სოკარის~ წილი საკმაოდ დიდი იყო.
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის შაჰინ მუსტაფაევის თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომშრომლობის დიდი ისტორია გააჩნია. ეკონომიკური თანამშრომლობა კი, გარდა სტატეგიული მნიშვნელობის პროექტებისა კარგად აისახება საქართველოსა და აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვაში, რომელიც 450 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
`ძალიან მნიშვნელოვანია მეგობარ ქვეყნასთან ორმხრივი ურთიერთობების დამყარება - აზებაიჯანულმა კომპანიებმა იმუშავონ საქართველოში და პირიქით. დღესდღეობით, აზერბაიჯანში 80-მდე ქართული კომპანია საქმიანობს. საკმაოდ ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი და არამხოლოდ გაზისა და ნავთობის სფეროში, არასებობს სხვა პერსპექტივებიც~, - განაცხადა შაჰინ მუსტაფაევმა.
ბიზნეს ფორუმს 23 აზერბაიჯანული კომპანია დაესწრო, როგორც გაზისა და ნავთობის სფეროდან, ასევე სააშმენებლო სექტორიდან, კვების მრეწველობიდან და სხვა სფეროებიდან.
დღესვე, აზერბაიჯანული დელეგაციის მონაწილეობით კიდევ ერთი ბიზნეს ფორუმი ქვემო ქართლის რეგიონში გაიმართება.