ძლიერი წვიმების გამო თბილისში კიდევ ერთი სახლი ჩამოინგრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, დოლიძისა და პანკისის ქუჩების კვეთაზე სახლის კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ოჯახი დაზარალდა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ნგრევის შედეგად იქვე მდგომი ავტომანქანა დაზიანდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ინციდენტის ადგილზე ამ დროისთვისაც იმყოფებიან.